"ოქროს ბურთის" საგა: სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი

დარწმუნებული ვარ, ყველამ იცით იმ სამეულის ვინაობა, რომელიც "ოქროს ბურთის" მისაღებად იბრძოლებს. რაღა თქმა უნდა, ყველას საკუთარი ფავორიტი ჰყავს, თუმცა ...

სტატიას დავიწყებ ბერდნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამით:
"არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა."

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვა, რომელიც მთელს მსოფლიოს აწუხებს, არის ის, თუ ვინ იმსახურებს/მიიღებს "ოქროს ბურთს". რა თქმა უნდა, პასუხი ნათელი და აშკარაა, თუმცა ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ ჭოჭმანობს, რადგან ყველას საკუთარი აზრი და ხედვა გაქვთ, მაგრამ მოდით გულახდილნი ვიყოთ...

* ლიონელ მესი ?
ფენომენალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი. მის სახელთან არა ერთი ჯილდო, მიღწევა, გამარჯვებაა დაკავშირებული და მხოლოდ 4 "ოქროს ბურთის" ხსენებაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რაოდენ დიდებულია ის. დიახ, ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, რომელი გუნდის გულშემატკივრები, მნიშვნელობა არ აქვს, მესი ნამდვილად საოცრებაა!
.... თუმცა არის კი ის 2014 წლის "ოქროს ბურთის" მიღების ღირსი ? დიახ, მან მშვენივრად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე, არა ერთი გოლი გაიტანა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოუტანა გუნდს, თუმცა სად იყო ის მანამდე ? სად იყო მაშინ, როდესაც "ბარსელონას" მისი დახმარება სჭირდებოდა ? ამ კითხვასთან ჩემთვის მხოლოდ ერთი მარტივი წინადადება ასოცირდება "თავს მუნდიალისთვის ინახავს". კი, ნამდვილად შეინახა თავი მსოფლიოსთვის, მაგრამ რას მიაღწია ? ჩემპიონი გახდა ? მაშინ, როდესაც კანდიდატებს შორის ვასახელებთ ლიონელ მესი, რითია ნაკლები მისივე თანამემამულე, ანხელ დი მარია, რომელმაც საკლუბო სეზონში ბევრად დიდ წარმატებებს მიაღწია ? "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს მან, ვინც მთელი სეზონი კარგად ასპარეზობდა და არა მან, ვინც მხოლოდ ერთ ჩემპიონატში გაიბრწყინა და მაშინ, როდესაც თავი ყველაზე მეტად უნდა წარმოეჩინა, ჩაქრა ..

* მანუელ ნოიერი ?
პირადად მე ძალიან ნეგატიურად ვარ განწყობილი ამ ფეხბურთელისადმი (ამის უამრავი მიზეზი არსებობს), თუმცა დროებით ამ ჩემს მოსაზრებებს გვერდით გადავდებ. მაშ ასე, ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ნოიერი საკმაოდ კარგი მეკარეა და მუნდიალზეც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ იმის თქმა, რომ მას "ოქროს ბურთი" უნდა გადავცეთ სისულელედ მიმაჩნია. რატომ ? იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჯილდოს აღება ვერ მოახერხა ჯიჯი ბუფონმა 2006 წლის და იკერ კასილასმა 2010 წლის მსოფლიოს მოგების შემდეგ. მაშ რატომ უნდა მიიღოს "ოქროს ბურთი" მანუელ ნოიერმა, მითუმეტეს რომ, გერმანიის ნაკრებში არა მხოლოდ მას უასპარეზია 'საკმაოდ კარგად'.

კრიშტიანუ რონალდუ! თქვენ ამბობთ, რომ ის არ იმსახურებს ამ ჯილდოს..
მან ვერ წარმოაჩინა თავი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში და მხოლოდ პენალტის გატანა მოახერხა:
გეთანხმებით, რომ მას ფინალში დიდი არაფერი გაუკეთებია, თუმცა ვის მიუძღვიდა გარკვეული წილი მადრიდის "რეალის" ფინალში გასვლისა ? ზოგადად შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ერთი მატჩის მიხედვით არ უნდა განვსაჯოთ, კრიშტიანუ რონალდუმ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ კლუბი ფინალამდე მიეყვანა.
მან ვერ წარმოაჩინა თავი მსოფლიოს ჩემპიონატზე:
პირადად მე მიმაჩნია, რომ კრიშტიანუს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ პორტუგალია უიღბლო აღმოჩნდა (დაეტრამვა 6 ფეხბურთელი) და არც იმაში, რომ მსოფლიოს სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა, რამეთუ მანამდე გარკვეული ტრამვა აწუხებდა.
აქვე დავამატებ იმას, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში მოიგო "ჩემპიონთა ლიგა", "კოპა დელ რეი", ასევე გახდა "ლა ლიგისა" და "ჩემპიონთა ლიგის" ბომბარდირი. გარდა ამისა, გახდა ჩემპიონთა ლიგის და პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. დაამხო ყველა დროის რეკორდი და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნიზე 17 გოლი მიითვალა. სანაკრებო თვალსაზრისით კი, სწორედ მისი წყალობით აღმოჩნდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლი ჩემპიონატზე. და ამის შემდეგ თქვენ მეუბნებით, რომ მას არაფერი გაუკეთებია ?

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებს, არის კრიშტიანუ რონალდუ!

  • Whitegirl
  • 2 დეკემბერი 2014
  • 2 586
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)