ზიდანმა ლეგენდარული ფრანგები შეკრიბა
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, სადაც საფრანგეთის 1998 წლის ნაკრების ფეხბურთელები შეკრიბა და მათთან ერთად წვეულება გამართა...
მოგეხსენებათ, "მამლებმა" 1998-ში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. სტაჟიან გულშემატკივრებს ბრწყინვალედ გემახსოვრებათ ფინალი, სადაც ზიზუმ დიდებული შთაბეჭდილება დატოვა და ბრაზილიისგან ქვა ქვაზე არ დატოვა.
ხსენებულმა თაობამ ფრანგებს დიდი სიხარული მოუტანა, რადგან დიდებული ტრიუმფის შემდეგ ფრანგები არც 2000 წელს გაჩერდნენ და იტალიას 2-1 სძლიეს, რის შედეგადაც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები დაისაკუთრეს
პარიზში წვეულებაზე იმყოფებოდნენ ლორან ბლანი, დიდიე დეშამი(ეროვნული ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი), კარემბე, ბიქსენ ლიზარაზუ, ფაბიენ ბარტეზი, ვიეირა და დესაი.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ნაკრები უკვე დიდი ხანია დაიშალა, ფეხბურთელების მეგობრობა არ დამთავრებულა, რასაც ეს შეკრება კიდევ ერთხელ მოწმობს.
- 2 დეკემბერი 2014
- 2 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.