პერესი:"სამეფო კლუბისა და "აუდის" ურთიერთობა სამაგალითოა"
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა "აუდისგან" 2015 წლის უახლესი მოდელები მიიღეს. ავტომობილები აღჭურვილია ყველა იმ საჭირო მონაცემით, რომელიც თანამედროვეობის სტანდარტებს აკმაყოფილებს. დღეს თითოეულმა მადრიდისტამ კუთვნილი ავტომობილი მიიღო...
სამეფო კლუბი და ფირმა "აუდი" ურთიერთობების მეთერთმეტე წლისთავს აღნიშნავს, უკვე ერთი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა. "აუდი" ყოველწლიურად ანებივრებს "რეალის" ღირსების დამცველებს უმაღლესი კლასის მანქანებით.
ფლორენტინო პერესი
"ჩვენ ყოველთვის მომავალზე ვფიქრობთ და გრძელვადიან პერსპექტივებს ვსახავთ, მადრიდული გიგანტი ყოველთვის ამაზეა ორიენტირებული. ანალოგიური თქმა შემიძლი "აუდის" მარკის ავტომიბილებზე, რომლის პროგრესიც წლიდან წლამდე შეიმჩნევა. ისინი პატივს სცემენ ჩვენს ინსტიტუებს, რაც ჩვენს მიერ მაქსიმალურად გახლავთ დაფასებული. კომპანია მუდმივად სრულყოფილებისთვის იბრძვის და არაერთი ინოვაცია აქვს დანერგილი."
"სამეფო კლუბს "აუდის" წინაშე არაერთი ვალდებულება აქვს. როგორც "რეალი", ასევე "აუდი" მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. არ აქვს მნიშვნელობა დაინტერესებული ხარ თუ არა სპორტით ან მანქანებით, ეს სახელები საყოველთაოდ ცნობილია."
გილერმო ფადა - აუდის ესპანური წარმომადგენლობის გენ.დირექტორი
"ჩვენსა და მადრიდის "რეალს" შორის პირველი ხელშეკრულება 2003 წელს დაიდო, მაშინ კონტრაქტი 4 წელიწადს ითვალისწინებდა, ახლა კი ვხედავთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უკვე მე-11 წელიწადია გრძელდება. ჩვენ ერთმანეთს დიდი პატივს ვცემთ და ურთიერთნდობის საფუძველზე უამრავ კონსესუსს მივაღწიეთ. ჩვენი სტაბილური ურთიერთობა პირველ რიგში ნდობის მანდატს ეფუძვნება, რომელიც უმაღლესია. ჩვენ ვართ "ბლანკოსის" სპონსორი."
"გარდა ამისა მინდა გაცნობოთ, რომ "მერენგები" მონაწილეობას მიიღებენ "აუდის თასის" გათამაშებაში, რომლის ზუსტ თარიღს ჯერ-ჯერობით ვერ დაგისახელებთ, თუმცა ტურნირი სავარაუდოდ პრე-სეზონის დროს ჩატარდება."
- 1 დეკემბერი 2014
- 2 272
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.