ესპანური გუნდები ჩიჩარიტოზე ნადირობენ
"ვალენსია" და "ატლეტიკო" ჩიჩარიტოს გადაბირებას ეცდებიან.
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, მოედანზე ძალიან მცირე დროს ატარებს. მას პრაქტიკულად თამაშის საშუალებას არ აძლევს ანჩელოტი. ესპანური კლუბები კი, მექსიკელი ფეხბურთელის გადაბირებას ეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ხავიერი ამჟამად "რეალში" იჯარის წესით იმყოფება და ის მადრიდულ გრანდში გასულ ზაფხულს გადავიდა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ჩიჩარიტოს მომავალი არც რეალშია და არც "მანჩესტერში". "თეთრები" მის გამოსყიდვას არ შეეცდებიან, ხოლო "წითელი" ეშმაკები" მექსიკელის დაბრუნებას არ აპირებენ, ამიტომაც დიდი შანსია იმისა, რომ ინგლისელებმა მას ახალი კლუბი მოუძებნონ. მისით აგრეთვე "ტოტენჰემი", "არსენალი" და ლივერპული" ინტერესდებიან.
- 1 დეკემბერი 2014
- 2 370
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.