შეთანხმება მიღწეულია, ასენსიო "რეალის" ფეხბურთელია?!
მადრიდის "რეალმა" და "მალიორკამ" მოილაპარაკეს. ესპანური საფეხბურთო გამომცემლობები უახლოეს საათებში ოფიციალურ განცხადებას ელიან.
მარკო ასენსიო სამეფო კლუბის ფეხბურთელი გახდა. მიგელ ანხელ ნადალთან საუბრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მიიღეს უახლესი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "მალიორკამ" ასენსიო 3.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ესპანეთის ყველა წამყვანმა გამოცემამ ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არაფერი განთავსებულა.
მალიორკელებს უამრავმა კლუბმა მიმართა ოფიციალური შემოთავაზებით, თუმცა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ორი კლუბი, რომელშიც მარკოს გადასვლა ყველაზე რეალური იყო (რეალი და ბარსელონა). კატალონიელებმა საკმაოდ მაცდური წინადადება შესთავაზეს წითლებს, თუმცა "მალიორკას" პრეზიდენტმა თავად ასენსაოს ჰკითხა, თუ სად ერჩივნა თამაში. ფეხბურთელმა კი უპასუხა, რომ მისი ოცნება მადრიდის "რეალის" მაისურით მინდორზე გამოსვლა იყო, რის შედეგადაც გადაწყვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი უახლოესი ხუთი წლის მანძილზე თეთრების ღირსებას დაიცავს.
სამეფო კლუბისა და "მალიორკას" წარმომადგენლები ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან, თეთრები ასენსიოს კონტრაქტს გამოისყიდიან, რის შემდეგაც ფეხბურთელი ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს მადრიდულ გრანდთან.
As.com
- 30 ნოემბერი 2014
- 3 300
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.