ანჩელოტის შტატი გადაიტვირთა

ალფრედო რელანომ კარლო ანჩელოტიზე და მის გუნდზე ისაუბრა.

როგორც იცით, იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდის "რეალმა" გუშინ ზედიზედ მეთექვსმეტე მატჩი მოიგო (იგულისხმება ყველა ტურნირის შეხვედრები) და მან უკან მოიტოვა ჟოზე მოურინიო და მუნიოსი. მართალია "მალაგას" გუშინ გუნდის ლიდერი, კამაჩო ვერ ეხმარებოდა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სამეფო კლუბიც ძალიან დიდი დანაკლისით გავიდა მინდორზე. თეთრების გამარჯვებაში თავისი წვლილი ვერ შეიტანა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც უმძიმესი ტრავმის გამო ჯერ-ჯერობით მინდორზე ვარჯიშს ვერ ახერხებ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. იყო რამდენიმე შეცდომა არბიტრის მხრიდან, თუმცა ამან საბოლოო შედეგს ხელ ვერ შეუშალა. ბენზემას გოლით მერენგები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ბლანკოსი აგრძელებდა უპირატესობის მოპოვებას მოედნის შუაგულში. მეორე ტაიმში თავი გამოიჩინა გარეთ ბეილმა და ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს კი, 86-ე წუთზე არბიტრმა ისკო გააძევა მინდვრიდან. ამ ფაქტმა ექსპერტების და ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ მადრიდელთა 23-ე ნომერი მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა, ხოლო ნაწილის აზრით, მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა, რადგან ისკომ ბურთზე სუფთად ითამაშა.

საბოლოო ჯამში შეხვედრა მადრიდის "რეალის" გამარჯვებით 1-2 დასრულდა. კარლო ანჩელოტის განცხადებით, იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს დასვენების უფლებას მისცემს, რადგან ბოლო პერიოდში მატჩების ჩატარება ხშირ-ხშირად მოუხდა კლუბს.

As.com

  • Junior
  • 30 ნოემბერი 2014
  • 3 558
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)