დი მარია: „რუნის გვერდით თამაში სიამოვნებას მანიჭებს“
„რეალის“ ყოფილმა და „მანჩესტერ იუნატედის“ მოქმედმა შემტევმა ანხელ დი მარიამ, ჟურნალისტებთან თანაგუნდელის უეინ რუნის შესახებ ისაუბრა.
„უენ რუნის გვერდით თამაში სიამოვნებას მანიჭებს და სიამაყის გრძნობას მიჩენს. დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როდესაც „წითელი ეშმაკების“ მატჩების ყურება დავიწყე. ინგლისელი ფეხბურთელი აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში და ყოველთვის მინდოდა მეთამაშა ისე, როგორიც ის. რუნისა და გიგსის გვერდით თამაში - ეს რაღაც განსაკუთრებულია.“
„უეინი მაღალი კლასის მოთამაშეა. რამდენიმე დღის წინ ჩემ მეგობარს ვუთხარი: რუნისთან ისეთივე ურთიერთგაგება მაკავშირებს, როგორიც რონალდუსთან და მესისთან.“
„მე და რუნი ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. „მანჩესტერელთა“ 10-იანი ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვე ფეხბურთში.“
Daily Mail
- 29 ნოემბერი 2014
- 12 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.