რეალმა წაუგებელი სერია შეწყვიტა
მადრიდის რეალის საკალთბურთო გუნდმა საოცარი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
გუშინ თეთრება ყაზანის უნიქსს უმასპინძლეს და დამარცხდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა 616 დღის შემდეგ, როდესაც მადრიდელებმა ევროპულ ტურინირებზე, საკუთარ კედლებში დათმეს შეხვედრა. უკანასკნელად ასეთი რამ, 2013 წლის 21 მარტს მოხდა, როცა პანათინაიკოსთან შეხვედრა 73-74 წააგეს. აღსანიშნავია რომ მას შემდეგ რეალის კალათბურთელებმა 21 საშინაო მატჩი ჩაატარეს და უკლებლივ ყველა მოიგეს.
მარცხის მიუხედავად, თეთრებს უკვე განაღდებული აქვთ ტოპ 16-ში მოხვედრა.
- 28 ნოემბერი 2014
- 3 640
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.