ტედი რინერი: "კრისტიანომ ოქროს ბურთი დაიმსახურა"
თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა ძიუდოსტმა ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟზე გააკეთა კომენტარი.
"ჩემი აზრით, კრისტიანომ სრულიად დაიმსახურა ოქროს ბურთი. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდად ვერ გაიბრწყინა, მაგრამ სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა და უამრავი საკლუბო ტიტულიც მოიგო. ფეხბურთი გუნდური სპორტია. მე მყავს მეგობრები მადრიდის რეალში, რომლებიც მეუბნებიან თუ რა ხდება ვარჯიშებზე, ვინ მიდის იქ პირველი და ვინ უკანასკნელი, ასე რომ ვიცი თუ როგორი მშრომელი ფეხბურთელია რონალდო."
"რაც შეეხება თავად რეალს, ეს კლუბი დღეს ბაიერნთან ერთად საუკეთესოდ მიმაჩნია. მაგრამ იმედი მაქვს პსჟ-ც ოდესმე მივა მათ დონეზე."
- 28 ნოემბერი 2014
- 2 932
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.