"ნახევრად" ხელშეუხებელი მადრიდელები
კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, როტაცია მხოლოდ მეკარეებს და მცველებს შეეხებათ, ხოლო ნახევარდაცვა ხელშეუხებელი იქნება.
ძირითადი შემადგენლობის გადახალსიება იშვიათად მოხდება. კეილორ ნავასი იკერ კასილასს შეცვლის, არბელოა კარვახალს, კოენტრაო მარსელოს, ვარანი კი პეპეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ანჩელოტის როტაცია "ბაზელის" წინააღმდეგ მატჩში.
კარლოს გუნდში ავტორიტეტით სარგებლობს BBC (ბენზემა, ბეილი, კრიშტიანო), ხოლო ნახევარდაცვაში ლუკა მოდრიჩის ტრავმის გამო, ისკოს უწევს თამაში, რომელიც უახლოესი პერიოდის მანძილზე კროოსის და ხამეს როდრიგესის გვერდით იასპარეზებს მოედნის ცენტრში.
რაც შეეხებათ ხედირას, ილარამენდის და ჩიჩარიტოს, როგორც ჩანს იტალიელმა სპეციალისტმა მათი მივიწყება განიზრახა და ამ სამ მოთამაშეს მინდორზე გამოსვლის შანსი პრაქტიკულად აღარ ეძლევა.
Marca.com
- 28 ნოემბერი 2014
- 3 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.