"რეალი" მაიკონით ინტერესდება
Corriere Dello Sport-ის ცნობით, მილანის "ინტერის" ბრაზილიელი მცველი დუგლას მაიკონი ისევ მოხვდა მადრიდის "რეალის" დაინტერესების სფეროში.
ინფორმაციაზე დაყრდნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა ზამთარშივე გაუფორმოს ბრაზილიელ მცველს კონტრაქტი, რადგან პეპე ტრავმირებულია და მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება. ჯერჯერობით "ინტერის" ხელმძღვანელობის პასუხი უცნობია, მაგრამ ფლორენტინო პერესი ბოლომდე იბრძოლებს მაიკონის ხელში ჩასაგდებად.
შეგახსენებთ, რომ "რეალს" ზაფხულშიც სურდა ბრაზილიელი მარჯვენა მცველის შეძენა, მაგრამ მაშინ მოურინიომ არ ისურვა წამყვანი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება.
ინფორმაციის წყარო: Eurosport.com
- 23 დეკემბერი 2009
- 3 529
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.