ისკოს მორიგი გაბრწყინება „მოდრიჩის ბუცებში“
ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველისთვის პოზიციის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.
ისკო ზედიზედ მეორე მატჩია მოდრიჩის ამპლუას ირგებს და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც.ანჩელოტიმ იცის, რომ ალარკონისთვის იდეალური არ არის ცენტრალურ ზონაში ასპარეზობა, თუმცა ამ უკანასკნელის მონდომება, ბრძოლისუნარიანობამ და თავგანწირვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„ეიბარის“ შემდეგ, არც „ბაზელთან“ შეირცხვინა თავი და იპურუაში ჩატარებული მატჩის მსგავსად, 10.2 კმ. დაფარა მოედანზე, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
MARCA
- 28 ნოემბერი 2014
- 3 661
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.