რამოსის მორიგი "ტაქტიკური ყვითელი"
სერხიო რამოსი კვლავი ჭკვიანურად იქცევა.
როგორც უკვე იცით, სერხიო რამოსმა გუშინდელ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის მეორე იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მადრიდელთა ვიცე-კაპიტანი უწყინარ სიტუაციაში მეორე ყვითელს იღებს.
რამოსმა ეს იძულებით გააკეთა, რათა მომდევნო, ნაკლებად მნიშვნელოვანი შეხვედრა "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ გამოტოვოს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მშვიდად და თამამად იასპარეზოს.
ალბათ გახსოვთ, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით რამოსმა ევროპის ყველაზე პრეტიჟულ ტურნირზე, პორტუგალიელი სპეციალისტის დარიგებით იძულებით გამოსტყუა რეფერის ყვითელი ბარათი, რათა ორი მატჩის შემდეგ მინდორზე გამოსვლა გარანტირებული ჰქონოდა. ასე მოხდა, გუშინდელ შეხვედრაშიც და ამ ჯარიმას შესაძლოა "ტაქტიკური" ვუწოდოთ.
Marca.com
- 27 ნოემბერი 2014
- 3 830
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.