"იუნაიტედი" და "ჩელსი" ვარანის შეძენას ცდილობენ

ბრიტანული პრესის ცნობით, მანჩესტერ "იუნაიტედი" და "ჩელსი" რაფაელ ვარანის შეძენას ცდილობენ.

საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველით ორი ინგლისური გრანდია დაინტერესებულია. ვარანმა გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი. იგი მინდორზე ძირითადად რამოსი-პეპეს დუეტის შესაცვლელად გამოდის. დანარჩენ შემთხვევებში კი რაფაელს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევს.

Daily Star იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიოც და ლუი ვან გაალიც გეგმავენ სამეფო კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ორივე მწვრთნელი ვარანს პირობას აძლევს, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელი 2011 წელს მადრიდის "რეალში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა. მაშინ, როდესაც ბლანკოსს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. სწორედ ამიტომ, დიდია შანსი იმისა, რომ თუ ვარანი გუნდის დატოვებას განიზრახავს, იგი სწორედ ლონდონის "ჩელსიში" გადავა.

Marca.com

  • Junior
  • 27 ნოემბერი 2014
  • 2 168
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)