გოლების წვიმა საქველმოქმედო მატჩში
გუშინ “სანტიაგო ბერნაბეუზე” საკმაოდ საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა. “ლა ლიგაში” მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელშიც არააფრიკელი მოთამაშეებიც ასპარეზობდნენ. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა 17 გატანილმა ბურთმა მაყურებელთა მოლოდინს აშკარად გადააჭარბა.
მატჩის დაწყებამდე ესპანელმა მომღერალმა, დავიდ ბისბალმა, თავისი ცნობილი ჰიტი, “Esclavo de sus besos” შეასრულა. შეხვედრიდან შემოსული თანხა, რომელმაც 300 000 ევრო შეადგინა, აფრიკაში საგანმანათლებლო დონის გაზრდას მოხმარდება.
შეხვედრაში, რომელიც სერხიო რამოსისა და ფრედერიკ კანუტეს ინიციატივით გაიმართა, “რეალის” მოთამაშეებიდან მონაწილეობა სერხიოს გარდა, არბელოამ, გრანერომ, კასილასმა, მაჰამადუ დიარამ და მარსელომ მიიღეს. ეს უკანასკნელი აფრიკის ნაკრებში ასპარეზობდა.
მატჩს 32 000 მაყურებელი დაესწრო და ის 9-8 დასრულდა “მასპინძელთა” სასარგებლოდ. რაც შეეხებათ გოლებსა და შემადგენლობებს:
LIGA BBVA 9-8 AFRICA UNITED
LIGA BBVA (მწვრთნელი ხავიერ კლემენტე): კასილასი, არბელოა, ბოტია, რამოსი, პერნია, ეჩებერია, ალბელდა, გრანერო, მატა, ვილია, ლორენტე.
შეცვლაზე შევიდნენ: კრისტიან ფერნანდესი, ლუკე, სოლდადო, ბორხა, სელესტინი, ნეგრედო, ხერარდი, რიკარდო, ხესუს ნავასი, კალეხონი, ხავი ვენტა, მომო, კალეხა, ანტონიტო, ბარახა, ტრონკი.
AFRICA UNITED (მწვრთნელი ლუის არაგონესი): პალოპი, ლორენო, ზე კასტრო, დიარა, მარსელო, ბენაშური, ზოკორა, კონე, კეიტა, კანუტე, ვებო.
შეცვალზე შევიდნენ: ალ-ჯაბერი, ლოპეს ვალეხო, ოგბეჩე, სონგო’ო, მანუჩო, კეტა, რომარიკი, კომე, ლუის ერნანდესი, ლაგუარდია, ომი.
გოლები:: 0-1 ბენაშური (5), 1-1 ლორენტე (10), 1-2 კონე (11), 2-2 ლუკე (46), 3-2 სოლდადო (48), 4-2 კრისტიან ფერნანდესი (50), 4-3 მანუჩო (55), 4-4 ალ-ჯაბერი (60), 4-5 მანუჩო (66), 5-5 ანტონიტო (67), 6-5 კალეხონი (78), 6-6 სონგო'ო (81), 7-6 მომო (83), 7-7 ბოდიპო (83), 8-7 კალეხონი (85), 9-7 ნეგრედო (89), 9-8 ალ-ჯაბერი (90).
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 23 დეკემბერი 2009
- 4 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.