ისკო:"მწვრთნელს ვუთხარი, რომ თამაში ყველგან შემიძლია"
ფრანცისკო ალარკონმა "ბაზელის" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...
"მთავარმა მწვრთნელმა ყველაფერი კარგად იცის, მას ვუთხარი, რომ ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში, ჩემთვის მთავარი სათამაშო წუთების მიღებაა, რადგან მოედანზე ყოფნით დიდ სიამოვნებას ვიღებ. "ბაზელთან" შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, სიტუაციას ვაკონტროლებდით და მთელი პაექრობა ჩვენი კარნახით მიდიოდა. დაგეგმილი 3 ქულა მოვიპოვეთ."
"სახლში დაბრუნება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის "მალაგა" ბევრს ნიშნავს, რადგან იქ ბევრი რამ ვისწავლე, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსებას ვიცავ და ტიტულებს ვიგებ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გუნდი არ ჩერდება და დიდი პერსპექტივა აქვს."
- 27 ნოემბერი 2014
- 2 086
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.