ლა ლიგაში 112 წუთში, ჩემპიონთა ლიგაში 56 წუთში ერთხელ

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა წლეულს საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში მხოლოდ 7 გოლს მოითვლის. რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას ვხვდებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე...

აღსანიშნავია, რომ "ცხრიანს" წელს 12-იდან 10 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე 802 წუთი და 7 გოლი გახლავთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კარიმი მხოლოდ 112 წუთში ერთხელ ლაშქრავს მეტოქის კარს, რაც გაცილებით ჩამოუვარდება კრიშტიანო რონალდუს მაჩვენებელს.

ბომბარდირთა დავაში ბენზემა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს.

გატანილი გოლების გარდა აუცილებლად უნდა აღინიშნოს საგოლე გადაცემები. მიმდინარე ლა ლიგაში ბენზემა 5 "ასისტს" მოითვლის.

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგაში, სადაც კარიმმა უკვე 5-ჯერ შეძლო მეტოქის კარის დარაჯის დამწუხრება და სტატისტიკის მიხედვით ყოველ 56 წუთში ერთხელ ახერხებს გოლის გატანას. შემტევმა 4 მატჩში 282 წუთი დაჰყო მოედანზე. საგოლე გადაცემების თვალსაზრისით კარიმი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოიკოჭლებს, მას ამ გრაფაში 0 უწერია.

  • Hala
  • 25 ნოემბერი 2014
  • 3 294
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (143)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)