„რეალი“ „მალიორკას“ შეუთანხმდა
გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბმა და „მალიორკამ“ მარკო ასენსიოს ტრასნფერის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
18 წლის ფეხბურთელის სატრასნფერო ფასი 3,5 მილიონ ევროს შეადგენს. ასენსიო ვალერი კარპინის გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდულ გრანდს მიაშურებს.
მარკომ „სეგუნდაში“ 13 შეხვედრა ჩაატარა და მეტქეთა კარის დალაშქვრა სამჯერ მოახერხა.
Marca
- 25 ნოემბერი 2014
- 2 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.