მადრიდისტები გაიხსნენ
როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში კრიტიკის ქარ–ცეცხლში ატარებდნენ: არბელოას, გარაის, იგუაინს და მარსელოს, ისინი მართლაც უღიმღამოდ თამაშობდნენ სხვა თანაგუნდელებთან ერთად. ვან დერ ვაარტი კი ძირითადშიც ვერ ხვდებოდა. საბედნიეროდ დღეს ყველაფერი შეიცვალა და თავის ადგილზე დადგა. ხუთივე მადრიდისტა ძირითად შემადგენლობაშია და ბრწყინვალე თამაშითაც ანებივრებს გულშემატკივარს.
ამ ფეხბურთელების ასეთმა თამაშმა, პელეგრინის უფლება მისცა, ზამთარში აღარ მოეძებნა ახალი ფეხბურთელი კაკას და პეპეს შემცვლელად. ამით არამარტო სამეფო კლუბის ბიუჯეტს მოუფრთხილდნენ, არამედ გუნდში ერთსულოვნება შემოიტანეს. მადრიდის "რეალი" უფრო გუნდურად თამაშობს, ვიდრე ამას სეზონის დასაწყისში აკეთებდა, მაშინ კაკა და რონალდო თავის თავზე იღებდნენ თამაშის მსვლელობას. ჩილელ სპეციალისტს ახლა უკვე მშვიდად შეუძლია დასვენება და მომზადება სეზონის დასკვნითი ეტაპისთვის, წინ დიდი ბრძოლები ელით მადრიდელებს.
მადრიდულ პუბლიკას ყველაზე ცუდი დამოკიდებულება მარსელოს მიმართ ჰქონდა. ფანები მის გუნდიდან გაშვებასაც კი ითხოვნდენ, მაგრამ მანუმ ყველა დაარწმუნა, თუ რაოდენ დიდი ტალანტი იმალებოდა ამ ბრაზილიელში. პელეგრინიმ თავისი მოსაზრება ყველას დაუმტკიცა, რადგან დღეს მარსელო დიდებულ ფორმაშია, მისი თამაშით ყველა სიამოვნებას იღებს. ჩილელმა მარსელოსთან გამოსავალი იპოვა, პილეგრინიმ ის შემტევ ნახევარმცველად განამწესა, სადაც ნამდვილად გაამართლა, გაამართლა კი არა მოსალოდნელსაც გადააჭარბა. დღეს ის უკვე გუნდის შეუცვლელი ფიგურაა.
მარსელოს პოზიციის შეცვლით, გზა არბელოას გაეხსნა. ესპანელის პლიუსი მარჯვენა ფლანგზე თამაშია, მაგრამ მანუელმა ამ ფეხბურთელთანაც ჩაატარა ექსპერიმენტი და ამანაც დიდეულად გაამართლა. ახლა უკვე მარცხენა ფლაგნის ბატონ–ბატრონები ალვარო არბელოა და მარსელო და სილვა ჟუნიორი არიან. მათზე წინ კი კრიშტიანო რონალდო დგას. ყველასთვის თვალნათელი იყო, რომ არბელოა წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს სერხიო რამოსს და ამიტომ საპატიო ადგილი დაიმკვიდრა მარცხენა ფლანგზე. სამწუხაროდ ჰოლანდიელი ახალგაზრდა როინსტონ დრენტე ისევ გუნდს მიღმა რჩება, მიუხედავად საკმაოდ კარგი ფორმისა. ადვილი სავარაუდოა, რომ როიმ ზამთრის სატრანსფერო სეზნოზე მადრიდი დატოვოს.
კაკას ტრავმამ გზა ვან დერ ვაარტს გაუკვალა. ჰოლანდიელი დიდებულად მოერგო გუნდს. ვაარტი სუფთა სისხლის გუნდური მოთამაშეა, სწორედ ეს აკლდა მადრიდის "რეალს". ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პელეგრინიმ სამეფო კლუბშიც და ეროვნულ ნაკრებშიც გზა გაუკვალა ვან დერს. ყველას ეგონა, რომ მანუ ვერ გადაჭრიდა რიკის არყოფნას მოედანზე და მის ღირსეულ შემცვლელს ვერ იპოვნიდა, მაგრამ ჩილელი ყველას უმტკიცებს თუ რაოდენ დიდი სპეცილაისტია...
ბევრს ეგონა რომ ეს ახალგაზრდა მადრდისტა დაითრგუნებოდა (რონალდოს, კაკას და ბენზემას) გაგონებაზე, მაგრამ არგენტინელი არ შედრკა და მამაცურად დაუპირისპირდა უძლიერეს კონკურენტებს. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ პიპიტა სეზონის დასაწყისში ამაზრზენად გამოიყურებოდა, მაგრამ მას გასახსნელად ორი–სამი თამაში დასჭირდა, დღეს იგუაინი ისევ შეუცვლელია სამეფო კლუბისთვის. არავის დავიწყებია შარშანდელი სეზონი, როდესაც პიპიტამ 9 შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა, ის არ ეგუებოდა "ბარსას" წინსვლას და უნდოდა კვალში მიყოლოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამჟამად პეპეს შემცველელის ძებნა გახლდათ. ამ დროს კი გუნდში მეორე იერო, ეზეკიელ გარაი გვყავს. არგენტინელი დიდებულად ჩაერთო პირველივე შეხვედრაში პორტუგალიელი პეპეს მაგივრად, მან "ვალენსიასთან" გამარჯვების გოლი გაიტანა, ასევე უშეცდომოდ იასპარეზა "სარაგოსასთან" მატჩში. ამ ფეხბურთელის პლიუსია თავით თამაში. გარაის კიდევ აქვს ერთი დიდი პლიუსი, მაგრამ ამის გამომჟღავნების საშუალება ჯერ არ ჰქონია, მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს და დიდებულად ასრულებს საჯარიმოებს, იმედია მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.
ასე რომ გუნდი შეკრულია. ეს ყველაფერი კი მანუელ პელეგრინის დამსახურებაა. ჩილელმა სპეციალისტმა ყველას დაუმტკიცა, თუ როგორ უნდა სამ თვეში გუნდის შეკრა და მოტივაციის ჩანერგა ფეხბურთელებში. დიდი მადლობა ამისთვის მანუელს!!!
ინფრომაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: KEvlishA
- 23 დეკემბერი 2009
- 3 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.