"რეალის" ფეხბურთელებს დიეტა დაენიშნათ
მადრიდის "რეალის" სამედიცინო შტაბის უფროსმა კარლოს დიესმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს საშობაო დღესასწაულის დროს დიეტა დაენიშნათ.
"წინ დღესასწაულებია. ამიტომ მათ დაენიშნათ დიეტა. უიქენდები დაეთმობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს. ამიტომ ვურჩიე ფეხბურთელებს დაიოკონ ჭამის სურვილი. ძირითადად არ უნდა მიირთვან მაღალკალორიული საჭმელი. მათ მენიუში უნდა შევიდეს ხილ–ბოსტნეული".
"სწორი კვება – წარმატების მომტანია. თუ ისინი კვების წესს დაარღვევენ, მაშინვე დაკარგავენ ფიზიკურ ფორმას და დიდი იქნება ტრავმის მირების რისკი" – განაცხადა დიესმა As-თან საუბარში.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 23 დეკემბერი 2009
- 4 312
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.