ანჩელოტი: "ისკომ ახალ პოზიციაზეც გაამართლა"
"ეიბართან" მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
"მატჩით კმაყოფილი ვარ. შეხვედრა პირველიდან ბოლო წუთამდე ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ფეხბურთელებს შრომა დაუფასდათ და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს."
"ხედირას არანაირი პრობლემა არ აქვს. იგი სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა არ მინდა გავრისკო და დიდი წვალების შემდეგ მივიწყებული ტრავმა გავაღვიძო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ძირითადში ისკოს განმწესება. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში კვლავ 23-ე ნომერი იქნება."
"ისკოს ახალი დავალება მივეცი, რომელსაც თავი ჩინებულად გაართვა. იგი დაცვაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და შეტევაშიც. ახალგაზრდა ესპანელი ბევრს მოძრაობს და მე მისით კმაყოფილი ვარ."
"რა თქმა უნდა, ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ და ალბათ შეგვხვდება გუნდი, რომელიც დაგვამარცხებს, თუმცა ამჟამად ჩვენ საუკეთესონი ვართ. ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან, რადგან სეზონი ხანგრძლივია და ჯერ მისი ნახევარიც კი არ გაგვივლია. მთავარია მუშაობა გავაგრძელოთ და გამარჯვებების კურსი შევინარჩუნოთ"
"დღეს ჩვენ ვითამაშეთ "ეიბარის" წინააღმდეგ. ეს არის სამაგალითო გუნდი. კლუბის თითოეული მოთამაშე თავდაუზოგავად იბრძოდა წინააღმდეგობის გასაწევად და ჩემი აზრით, ისინი უნდა იყვნენ სანიმუშონი სხვა გუნდის მოთამაშეებისთვის."
As.com
- 22 ნოემბერი 2014
- 3 486
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.