იცით თუ არა, რომ ... "ეიბარი" - "რეალი"
დღეს, მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" მეთორმეტე ტურში "ეიბარს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას ამ მატჩის შესახებ...
* ეიბარი პატარა ქალაქი გახლავთ, რომელიც ბასკეთში, გიპუზკოას პროვინციაში მდებარეობს. 2013 წლის მონაცემებით ქალაქში სულ რაღაც 27 439 ადამიანი ცხოვრობს. ეიბარი 1346 წელს ალფონსო XI-მ დაარსა. ქალაქი ცნობილია ველოტრასებით.
* "ეიბარი" 1940 წლის 30 ნოემბერს დაარსდა. 1949 წლიდან კლუბმა ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში დაიწყო ასპარეზობა და დღემდე ყველაზე დიდი დრო სწორედ იქ გაატარა. 80-იანი წლების ბოლოს "ეიბარი" "სეგუნდაში" გადავიდა და მას შემდეგ მხოლოდ უკანასკნელ წლებში დაქვეითდა "სეგუნდა ბ"-ში. ორიოდე წლის წინ კლუბში ძირეულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. "ეიბარმა" 2013-14 წლების სეზონში "სეგუნდას" მოგება მოახერხა და არსებობის ისტორიაში პირველად "ლა ლიგაში" ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
* არსებობის ისტორიაში "ეიბარმა" 28 სეზონში "ტერკერა" დევიზიონში, 26 "სეგუნდაში", 7 "სეგუნდა ბ"-ში", ხოლო 4 რეგიონალურ ლიგაში გაატარა.
* "ეიბარმა" "ტერკერა" 7-ჯერ, "სეგუნდა ბ" 3-ჯერ, ხოლო "სეგუნდა" ერთხელ მოიგო.
* ცნობილ ფეხბურთელთაგან "ეიბარში" ხაბი ალონსოსა და დავიდ სილვას უთამაშიათ.
* კლუბის პრეზიდენტი ალექს არანსაბალი, ხოლო მთავარი მწვრთნელი გაისკა გარიტანო გახლავთ, რომელმაც ფეხბურთელობისას კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "ეიბარში" გაატარა.
* "ეიბარის" საშნაო არენა "იპურუას" მუნიციპალური სტადიონია, რომელიც 1947 წელს აშენდა. მისი ტევადობა მხოლოდამხოლოდ 5250 გახლავთ. პირველი შეხვედრა "იპურუაზე" 1947 წლის 14 სექტემბერს შედგა "ეიბარსა" და "ელგოიბარს" შორის. მაშინ მასპინძლები 0-2 დამარცხდნენ.
* მადრიდის "რეალი" და "ეიბარი" არსებობის ისტორიაში მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 2003-04 წლების სეზონში, "კოპა დელ რეის" მერვედფინალში. პირველი შეხვედრა "ბერნაბეუზე" "რეალის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა. (ამ მატში აღსანიშნავია ლუიშ ფიგუს ულამაზესი საჯარიმოდან გატანილი გოლი.), ხოლო გასვლით მატჩში სამეფო კლუბმა ფრედ 1-1 ითამაშა. ცნობისთვის ამ სეზონში "რეალმა" ფინალშიც გააღწია, სადაც "სარაგოსასთან" 2-3 დამარცხდა.
* განვლილ 11 ტურში ფეხბურთელთა რეიტინგი ორივე გუნდისა:
"რეალი": კ.რონალდო - 9.07, კ.ბენზემა - 7.87, გ.ბეილი - 7.78 / "ეიბარი": რ.ალბენტოსა - 7.22, დ.გარსია - 7, ხ.ირურეტა - 6.98.
* კლუბების საუკეთესო მეგოლეები:
"რეალი": კ.რონალდო - 18, კ.ბენზემა - 6, გ.ბეილი - 5 / "ეიბარი": მარუაბარენა - 4, ფ.პიოვაკარი - 2, ე.ბოვედა - 1.
*კლუბების საუკეთესო მეპასეები:
"რეალი": ტ.კროოსი - 6, კ.რონალდო - 5, კ.ბენზემა - 5 / "ეიბარი": რ.ალბენტოსა - 2, საული - 2, მ.არუაბარენა - 1.
* რაც შეეხება უშუალოდ ამ სეზონის სტატისტიკას ორივე გუნდისა:
პ.ს. ფრჩხილებში მოცემულია "ეიბარის" სტატისტიკა
მადრიდის "რეალის" კარში განვლილ 11 ტურში 44(56)-ჯერ დაარტყეს, აქედან 11(15) გოლი გავიდა. 5(3) მატჩში "თეთრებმა"ა კარი მშრალად შეინახეს. "ბლანკოსის" მცველებმა 140(143) ორთაბრძოლაში იმარჯვეს, 55(55)-ში დამარცხდნენ. უშუალოდ დუელებში 582(600)-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო 500(626)-ში მარცხი იწვნიეს. "მერენგებმა" მეტოქის კარის მიმართულებით 161(79)-ჯერ დაარტყეს, აქედან 95(37) უშუალოდ კარში წავიდა, ხოლო 42(13) გოლით დაგვირგვინდა. 42(13) გოლიდან 37(7) ასისტით გამოიჩარხა. "თეთრებმა" 5406(2356) წარმატებული პასი გააკეთეს, ხოლო 794(1161) არაზუსტი. 45(28)-ჯერ წარმატებულად ჩაჭრეს მეტოქის პასი, ხოლო 156(115)-ჯერ წარუმატებლად. "მერენგებს" 117(51) წარმატებული დრიბლინგი ჰქონდათ, ხოლო 107(101) კრახით დასრულდა. "რეალის" წინააღმდეგ 134(136)-ჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო 116(156)-ჯერ "თეთრებმა" დაარღვიეს თამაშის წესები. "მერენგებმა" 16(27) ყვითელი ბარათი მიიღეს და არცერთი(1) წითელი.
- 22 ნოემბერი 2014
- 2 850
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.