ბეილი: "რონალდოს გვერდით თამაში მაძლიერებს"
უელსელმა ვარსკვლავმა თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ რონალდოსთან ერთად თამაში მას კიდევ უფრო ძლიერს ხდის.
"აიღო მაგალითი საუკეთესო ფეხბურთელისგან, ეს საოცარი რამაა. რონალდო ნამდვილად გასაოცარი პიროვნებაა. მას შემდეგ რაც მე რეალში გადმოვედი, მისგან ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. მაგალითად აქამდე მარჯვენა ფეხით თამაში ძალიან მიჭირდა, ახლა კი მისი დახმარებით ბრწყინვალედ ვართმევ ამ საქმეს თავს."
მისი აზრით, რეალ მადრიდის გარეშე ცხოვრება ურთულესი იქნებოდა.
"მე ძალიან მიყვარს ტოტენჰემი და მისი ფანები. ვფიქრობ მათ გამიგეს ჩემი მადრიდის რეალში გადმოსვლის მიზეზი. ეს იყო ახალი შანსი ჩემთვის და ყველანაირად ვცდილობ, ამ გამოწვევას გავართვა თავი." - განაცხადა ბეილმა Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
- 21 ნოემბერი 2014
- 2 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.