სელადესი : "მოდრიჩის ტრავმა თავს სამეფო თასზე იჩენს"
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, სელადესი ლუკა მოდრიჩის ტრავმას ეხმაურება...
"რთულია გუნდში გყავდეს ლუკა მოდრიჩი და ტრავმის მოშუშებას ელოდებოდე, კარლო ანჩელოტი ნამდვილად რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მას სათადარიგოთა სკამზე არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს."
"სამი ხედირამ მადრიდულ გიგანტში არაერთხელ დაამტკიცა, რომ სასტარტო შემადგენლობაში რეგულურად მოხვედრის ღირსია, გერმანელი მოთამაშე უკვე რამდენიმე წელიწადია სტაბილურად ამაგრებს შუა ხაზს."
"არ უნდა დაგვავიწყდეს ასიერ ილიარამენდი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, თუმცა ლუკა მოდრიჩის სრულფასოვანი შეცვლა ძალიან გაუჭირდება."
"ჩემი აზრით "ბლანკოსს" ლუკას არყოფნა სამეფო თასზე დაეტყობა. ეჭვი არ მეპარება, ანჩელოტის შეგირდები მიმდინარე ეტაპს გადალახავენ, ამის შემდეგ კი "ატლეტიკოსთან" მოუწევთ უძლიერესის ვინაობის გარკვევა. დერბიში წარმატების მიღწევის შემთხვევში კარლოს კოლეტივი ლუის ენრიკეს "ბლაუგრანას" შეერკინება. "ატლეტიკოსთან" და წარმატების შემთხვევაში "ბარსელონასთან" ორ რაუნდიანი ბრძოლა ნახევარდაცვის ხორვატი ლიდერის გარეშე ურთულესი იქნება."
"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი საკმაოდ პრესტიჟული ტურნირია, თუმცა არ ვთვლი, რომ იქ ისეთი გუნდები გამოდიან, როგორიც ჩემპიონთა ლიგაზე, აქედან გამომდინარე არამგონია დედაქალაქელებს წარმატების მიღწევა გაუჭირდეთ."
- 19 ნოემბერი 2014
- 2 947
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.