ილიარამენდი - ახლა ან არასდროს
ლუკა მოდრიჩის ტრავმა მადრიდის "რეალის" ქომაგებისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის და აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, ვისაც მადრიდული გუნდის წარმატება უხარია შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ასიერ ილიარამენდის გარკვეული შანსი მიეცა...
ხორვატი ნახევარმცველის დაზიანების გამო მინიმუმ 3 თვით ჩამოშორდა მინდორს, მისი უშუალო შემცვლელი კი სწორედ ასიერ ილიარამენდი გახლავთ, რომელსაც კარლო ანჩელოტი შეძლებისდაგვარად აძლევდა სათამაშო წუთებს, თუმცა ის არასდროს ითვლებოდა სასტარტოს მოთამაშედ.
კონკურენციას ერთმანეთს სამი ხედირა და ასიერი გაუწევენ. ბუნებრივია არც ისკო ალარკონი დაიგნორდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ესპანელი მოთამაშე განსხვავებული პოზიციის ფიგურა გახლავთ.
ილიარამენდისთვის მოდრიჩის ტრავმა დიდი შანსია, ახლა ან არასდროს, სწორედ ეს იქნება ლოზუნგი, რომელსაც ასიერი ბოლომდე უნდა მიჰყვეს.
- 19 ნოემბერი 2014
- 2 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.