ლიოვი : "კროოსი "რეალში" მრავალფეროვანი გახდა"
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოჰამ ლიოვის განცხადებით, ტონი კროოსი ესპანეთში კიდევ უფრო დაიხვეწა...
"მიუნხენის "ბაიერნში" თამაშის დროს, ტონიმ ყველაფერი მოიგო, ასევე გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საკმაოდ დიდი გამოცდილბა შეიძინა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ნახევარმცველმა საკმაოდ სოლიდური ფეხბურთის თამაში დაიწყო."
"კარლო ანჩელოტის დიდ პატივს ვცემ, რადგან ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მივიჩნევ, მის ხელში ტონი მრავალფეროვანი გახდა. კროოსმა იცის როგორც შეტევების წამოწყება, ასევე ჩაშლა, ის უნივერსალია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის გამოზომილი და ყუმბარისებული დარტყმა, რომელიც ჩვენს შეგირდს აქვს."
"დელ ბოსკეს კოლექტივის წინააღმდეგ ტონი ბრწყინვალე იყო, მან საკუთარი თანაკლუბელების წინაშე თამაშს თავი ფანტასტიურად გაართვა."
- 19 ნოემბერი 2014
- 3 281
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.