ჩაბი ალონსო: "ნოიერი საუკეთესო მეკარეა ვისთან ერთადაც მითამაშია"
მადრიდის რეალის ყოფილი ნახევამრცველის აზრით, ნოიერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
"ნოიერი საუკეთესო მეკარეა ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. იგი ასევე უდიდეს როლს თამაშობს მოედანზე. არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ იგი წელს ოქროს ბურთს აიღებს. ყოველთვის ვიცოდი, რომ იგი ძლიერი მეკარე იყო, მიუნხენში გადმობარგების შემდეგ კი ამაში სრულიად დავრწმუნდი."
მან ასევე კროოსის კარგი თამაშიც აღნიშნა: "მას უკვე ვესაუბრე უამრავ თემაზე. ჩემი აზრით ტონი უკვე შედის მსოფლიოს 5 საუკეთესო ნახევარმცველს შორის."
"ოქროს ბურთს რაც შეეხება, ეს სხვადასხვა რამეზე იქნება დამოკიდებული. თუ ინდივიდუალური შედეგებით მივუდგებით საქმეს, მაშინ მესი და რონალდუ უკონკურენტოები არიან, მაგრამ მთლიანად კოლექტივისთვის გაწეულ სამუშაოსაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ აუცილებლად გერმანელმა უნდა მიიღოს ეს პრიზი."
ეს განცხადება ჟურნალისტებმა მაშინვე მონათლეს ესპანელის წასვლის მიზეზად. მოგეხსენებათ, ალვარო არბელოასა და იკერ კასილასს შორის არაერთხელ მოხდა დაპირისპირება და ამან გამოჟონა, ჩაბი კი ალვაროს უახლოესი მეგობარია, ისინი ერთმანეთს მეუღლეებთან ერთად ვენეციაშიც შეხვდნენ. ამ განცხადებით ალონსომ კიდევ ერთხელ "უკბინა" სამეფო კლუბის ლეგენდარულ კაპიტანს. ამასთანავე აღსანიშნავია რონალდუს თემა, "რეალში" ასპარეზობისას ჩაბისთვის საუკეთესო რონი იყო, ახლა კი ნოიერი გამხდარა.
- 19 ნოემბერი 2014
- 18 348
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.