ტონი კროოსი: "გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა"

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ესპანეთი–გერმანიის მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ბურთს ვაკონტროლებდი და ხელს არავინ მიშლიდა. მივხვდი, რომ დარტყმის საშუალება მქონდა და ბურთი მეტოქის კარისკენ გავუშვი. მეკარემ ჩემი დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო და გოლი გავიდა."

"ესპანეთის ნაკრები უძლიერესია. მათი იერიშების მოგერიება მარტივი არ არის, თუმცა დაცვაში იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ "ფურია როხამ" ჩვენი დაჯაბვნა ვერ მოახერხა. მატჩის მიწურულს კი ჩემი გოლის წყალობით გავიმარჯვეთ."

"როდესაც გუნდს სჭირდება, დაცვითი სტილით უნდა ვითამაშოთ. დაცვაც ფეხბურთის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია და იმედი მაქვს ამის გამო კრიტიკა არ უნდა შეგვხვდეს, მითუმეტეს, როდესაც ჩვენი მეტოქე ისეთი ნაკრებია, როგორიც ესპანეთია."

Bernabeudigital.com

  • Junior
  • 19 ნოემბერი 2014
  • 4 022
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)