კროოსმა თავი გამოიჩინა
უკანასკნელი ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ნაკრებებს შორის შეხვედრა ესპანელების მარცხით დასრულდა.
ფურია როხას შემადგენლობაში სამი მადრიდელი მოხვდა ძირითადში. ესენი იყვნენ: იკერ კასილასი, სერხიო რამოსი და ისკო. ხოლო გერმანელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ: ტონი კროოსი და სამი ხედირა.
იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებით ტონი კროოსმა მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ხედირა შეხვედრის მიწურულს გაიყვანა მინდვრიდან. რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, მან ისკოს მოედნიდან გაყვანა არ მოისურვა და ახალგაზრდა მადრიდელს შეხვედრის ბოლომდე ჩატარების უფლება მისცა. "ულვაშამ" სერხიო რამოსი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა, ხოლო რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, იკერ კასილასს, მან მინდორზი 77-ე წუთზე დატოვა , მაშინ, როდესაც ანგარიში 0-0 იყო.
მატჩის მიწურულს ტონი კროოსის შორეული დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო იკერის ნაცვლად შემოსულმა კიკო კასილიამ და გერმანელთა მე-18 ნომერმა შეხვედრაში ერთადერთი გატანილი ბურთი საკუთარ აქტივში შეიტანა.
Defensacentral.com
- 19 ნოემბერი 2014
- 2 721
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.