დი მარია:"კრიშტიანუს სიტყვებმა გადაწყვეტილება მიმაღებინა"
ანხელ დი მარია "რეალის" დატოვებას არ ნანობს.
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია, თავის ყოფილ კლუბზე და კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:
"კრიშტიანუს სიტყვებმა გადაწყვეტილება მიმაღებინა. მან მითხრა, რომ "მანჩესტერი" დიდი და ერთიანი ოჯახი იყო, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდა. მისმა სიტყვებმა ჩემზე დადებითად იმქომედა და მითხრა, რომ თუ წასვლას გადავწყვეტდი ინგლისში წავსულიყავი სათამაშოდ. მისი სიტყვები, კი ამაო ნამდვილად არ ყოფილა, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. რონალდუ ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო მეგობარია"
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც მე მსოფლიოში საუკეთესო კლუბი დავტოვე. "რეალს" ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. ამ გუნდისგან მე დიდი გამოცდილება მივიღე და იქ გატარებული წლები ნამდვილად კარგი იყო"–დასძინა არგენტინელმა.
- 18 ნოემბერი 2014
- 6 529
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.