კროოსი: "მოდრიჩს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"
ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"პირველ რიგში მინდა ჩემს თანაგუნდელს და მეგობარს, ლუკა მოდრიჩს გამოჯანმრთელება ვუსურვო. იგი უმაღლესი დონის პროფესიონალია და მისი არყოფნა გუნდს დაეტყობა."
"მოუთმენლად ველი მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ. რატომღაც ფურია როხას მადრიდის "რეალთან" ვაიგივებ. მინდა რომ ყველაფერი ისე ჩატარდეს, როგორც გერმანელებს გვსურს. რამოსთან, კასილასთან და ისკოსთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი. ესპანეთი და გერმანია მსოფლიოს ორი უკანასკნელი ჩემპიონია და ჩვენს შორის საუკეთესოს გამოვლენა, ჩემი აზრით, ძალიან რთული და საინტერესო იქნება."
"სიმართლე გითხრათ კასილასთან და რამოსთან უკვე ტელეფონით ვისაუბრე და განვიხილეთ მოახლოვებული მატჩი. ისინიც მოუთმენლად ელიან ჩემს ნაკრებთან დაპირისპირებას. მე მათ დავპირდი, რომ მარტივი გასეირნება არ ელით."
Marca.com
- 17 ნოემბერი 2014
- 3 938
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.