კროოსი:"ისკო გენიოსია"
ტონი კროოსმა თავისი თანაგუნდელი შეაქო.
გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მადრიდის "რეალში" არსებულ სიტუაციაზე და თავის თანაგუნდელზე, ისკო ალარკონზე ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "რეალში" გადმოვედი სათამაშოდ. ამას არ ვნანობ, რადგან ესპანეთში თავს მშვენივრად ვგრძნობ. ჩვენი მიზანია ყველა თამაშში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ და ყველა მეტოქე დავამარცხოთ. კარგია, რომ ხვალ ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით, რადგან 2 დიდი გუნდის ჯახი იქნება"
"ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ ისკო მომავალში დიდი ფეხბურთელი იქნება. მან ნაკრებში ფანტასტიურად იასპარეზა და მშვენიერი ბურთიც გაიტანა. ალარკონს დიდი მომავალი აქვს"
"ხვალ სერხიოს და იკერს დავუპირისპირდები, რაც ძალიან მახარებს. მადრიდში თავს მშვენივრად ვგრძნობ"
- 17 ნოემბერი 2014
- 3 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.