კაკა:"გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის"
კაკა მადრიდის "რეალს" ცოტა ხნის წინ გამოაკლდა, ამის მიზეზი კი საზარდულის ტრავმა გახლდათ. ბრაზილიელი ჟურნალისტებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიდის მისი გამოჯანმრთელების საქმე და სავარაუდოდ როდის დაბრუნდება.
"მე ხშირად ვაკეთებ ფიზიკურ ვარჯიშებს და ვემზადები მოედანზე დასაბრუნებლად. აუცილებელია ექიმების დავალება ინტენსიურად შევასრულო, რადგან სავარაუდოზე მალე გამოვჯანმრთელდე. ეს ისეთივეა, როგორც სან პაულოს სპორტულ დარბაზში გააკეთო ვარჯიშები. იმედია მალე დაგიბრუნდებით."
"გუნდის განვითარების დონე უფრო და უფრო მაღლა იწევს, ჩვენ შესამჩნევად გამოვასწორეთ თამაში. "ლიონი" საკმაოდ ძლიერი კლუბია, რომლისგანაც დიდ წინააღმდეგობას უნდა ველოდეთ. ჩვენ გავედით 1/8 ფინალში და ახლა ყველაფერი გაცილებით რთულადაა. "ოლიმპიკი" ძალიან ორგანიზებული და ტექნიკური გუნდია, მათთან წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია."
"მადრიდი დიდი და ლამაზი ქალაქია, როგორც სან პაულო. მე ვსწავლობ ესპანურს და ეს სულაც არ არის რთული. იგი ძალიან ჰგავს პორტუგალიურს, მაგრამ მაინც მინდა კარგად დავხვეწო ესპანური ენა, რადგან უფრო გამიადვილდეს ხალხთან კომუნიკაცია. ყველაზე კარგად რონალდოს, მარსელოს და პეპეს ვუგებ, რადგან ისინი პორტუგალიურად ლაპარაკობენ. ყველაზე ხშირად ამ სამ ადამიანთან ვსაუბრობ, მაგრამ სხვა თანაგუნდელებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს."
"რაული ჩვენი დიდი მადრიდული ოჯახის ლიდერი და მამასახლისია. ის დიდი პროფესინალია, მას ადვილად შეუძლია ადამიანებთან კომუნიკაციის უნარის დამყარება. მისი მოედანზე ყოფნა მოტივაციას გვმატებს. ელ კაპიტანო არის ჩემი თანაგუნდელი და მე ამით ვამაყობ, რადგან იგი მსოფლიოში საუკეთესოა."
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: KEvlishA
- 22 დეკემბერი 2009
- 3 504
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.