კარანკა: "ფეხბურთელებს ანჩელოტი ისევე უყვართ, როგორც მოუ"
აიტორ კარანკა მადრიდის "რეალში" ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო. მან "გამორჩეული" და "დონ კარლიტო" ერთმანეთს შეადარა.
" კარლო ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია. მან სამეფო კლუბში უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ფანების გული პირველივე სეზონში მოიგო. ანჩელოტი ფეხბურთელებს ძალია ყუვართ. ასე უყვარდათ მოურინიოც და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ხალხი ამბობს, რომ ჟოზე თავის შეგირდებთან ხშირად არ საუბრობდა. ეს სიცრუეა, პორტუგალიელი მწვრთნელი ძალიან დიდ დროს ატარებდა ბლანკოსის მოთამაშეებთან და მათთან ყოველთვის ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა."
"ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს ჟოზე კატალონიური კლუბის მწვრთნელობას აპირებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ესეც სიცრუეა. მას არაერთხელ ვესაუბრე ამ თემაზე და "ბარსელონას" თავკაცობაზე მტკიცე უარი განმიცხადა."
Marca.com
- 17 ნოემბერი 2014
- 2 571
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.