ისკო : "გოლმა ძალიან გამახარა"

ფრანცისკო ალარკონმა "ბელორუსიელთა" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...

"ბოლო პერიოდში ძალიან დიდი წარმატების მომსწრე გავხდი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი გზით სიარული, ყველაფერი პროგრესისკენ მიდის, რაც მაბედნიერებს."

"გოლი კარგი გამოვიდა, დინამიური მომენტი იყო და მეტოქის კარისკენ გავისროლე. საბედნიეროდ, ბურთი ბელორუსიელთა ბადეში გაეხვა."

"ძალიან რთულ სამუშაოებს ვასრულებ. როგორც მადრიდის "რეალში", ასევე "ესპანეთის" ეროვნულ ნაკრებში, უდიდესი კონკურენციის პირობებში მიწევს ცხოვრება, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და შესაძლებლობები წარმოვაჩინო. გადაწყვეტილებას მწვრთნელები იღებენ, ჩვენი საქმე მუშაობაა."

"ვგონებ, ფიზიკური თვალსაზრისით წელს უდიდეს პროგრესს მივაღწიე. ნამდვილად კმაყოფილი ვარ ნაჩვენები შედეგით, მაგრამ გაჩერებას ნამდვილად არ ვგეგმავ."

"როგორც უკვე აღვნიშნე, მადრიდის "რეალსა" და "ფურის როხას" უდიდესი რესურსი აქვთ, აქედან გამომდინარე მხოლოდ მაშინ მომეცემა მოედანზე გასვლის საშუალება, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე ვიდგები."

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ეპოქა მიდგას, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ და მომატება შემიძლია."

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2014
  • 4 170
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)