დაცვის აშკარა პროგრესი

კარლო ანჩელოტი რომ ყოველმხრივ გენიალური სპეციალისტი გახლავთ არავინ დაობს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალიელს სიტუაციის რადიკალურად გამოსწორების ბრწინვალე ნიჭი აქვს...

მას შემდეგ, რაც გუნდმა ესპანეთის ლა ლიგა ძალიან ცუდი შედეგებიც დაიწყო, ბევრი კრიტიკა მიდიოდა როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელთა მისამართით, განსაკუთრებით კი ეს უკანა რგოლს ეხებოდა. რეალ "სოსიედადთან" გაშვებული 4 გოლის შემდეგ დაცვის რგოლი მიწასთან გაასწორედ, ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა გოლკიპერიც.

ახლა კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ლა ლიგის სტატისტიკის მიხედვით სამეფო კლუბს მაინც ბევრი ბურთი აქვს მიღებული საკუთარ კარში, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრიუმფალურ 10 პაექრობაში "მერენგებმა" მხოლოდ 4-ჯერ გაუშვეს ბურთი საკუთარ კარში, ხოლო 6 დაპირისპირებაში მეტოქე ნულზე დატოვეს, მათ შორის მერსისაიდული ლივერპულიც გახლავთ.

რომ არა დაცვის ბრწყინვალე თამაში, ცხადია, "ბლანკოსს" მსგავსი შედეგი ვერ ექნებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კეპლერ პეპე, სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე დგანან.

"რეალის" კარის აღება ვერ მოახერხა "ლევანტემ", "ბილბაომ", "გრანადამ", "ლივერპულმა" (ორი მატჩი) და ვილიარეალმა. რაც შეეხებათ "ბარსელონას", "ლუდოგორეცს", "რაიო ვალეკანოს" და "კორნელიას". მათ თითო-თითოჯერ მოახერხეს სამეფო კლუბის გულშემატკივართა დამწუხრება, თუმცა მატჩი ყველა შემთხვევაში "ბლანკოსის" სასარგებლოდ დასრულდა.

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2014
  • 3 293
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)