ესპანელები ისკოს "დისკოს" მოლოდინში
როგორც იცით დღეს გაიმართება ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ესპანეთისა და ბელორუსიის ნაკრები გუნდები.
"ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა. სიტყვით გამოსვლის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა ისკოს იდეალური ფორმა. ყველაზე დიდხანს ულვაშამ სწორედ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელზე ისაუბრა.
დელ ბოსკეს განცხადებით ისკო არის ერთერთი ცეკვის ჟანრის, დისკოს წარმომადგენელი ფეხბურთში. ახალგაზრდა ფეხბურთელი დღევანდელ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს და მასზე იქნება დამოკიდებული შეტევების ორგანიზება. მადრიდელთა 23-ე ნომერი როგორც ჩანს ესპანელთა მესაჭეა. მას მიეცა თავის გამოჩენის შანსი და როგორც ვისენტე აცხადებს, იგი სრულად ენდობა ისკოს და ახლა მთავარია ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელის იმედები გაამართლოს.
21 წლამდელთა ნაკრებში ისკო ერთ-ერთი ლიდერი იყო და ახლა მოვიდა დრო, როდესაც წამყვანი ფეხბურთელის პასუხისმგებლობა ეროვნულ ნაკრებშიც აიღოს.
Marca.com
- 15 ნოემბერი 2014
- 2 091
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.