"რეალი" ჩემი უსაყვარლესი კლუბია" - კრამერი
"მიუჰენგალდბახის" ფეხბურთელმა კრისტოფერო კრამერმა გერმანულ საინფორმაციო წყაროს "ბერლინ მორგენპოსტს" ინტერვიუ მისცა, სადაც მადრიდის "რეალზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ "სამეფო კლუბი" მისთვის უსაყვარლესი გუნდია.
"რეალი" მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კლუბია, ვოცნებობ მადრიდში თამაშზე და ამიტომაც დიდი პატივს ვცემ მათ."
"ბავშობაში ორი გუნდი მიყვარდა "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სამეფო კლუბი", დღეს ორივე მსოფლიოში სახელგანთქმული გუნდები არიან"
"სამეფო კლუბს" პირადად ჩემთვის ოფიციალური ინფორმაციით არ მოუმართავს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მოხდება, დაუფიქრებლად დავთანხმდები"
"ჩემს სამშობლოში ესპანურ ფეხბურთს დიდ პატივს სცემენ, განსაკუთრებით კი "თეთრებს", რადგან მათ გარეშე პრიმერადივიზიონი და მთლიანად ესპანეთი არაფერს წარმოადგენს"
"ვნახოთ რა მოხდება მომავალში, მაგრამ გეგმები უკვე გადაწყვეტილი მაქვს" - განაცხადა "მიუჰენგალდბახისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კრისტოფერო კრამერმა.
- 15 ნოემბერი 2014
- 2 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.