ანჩელოტის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს - სამუდამოდ
კარლო ანჩელოტი მხოლოდ მადრიდის "რეალზე" ფიქრობს.
"თქვენ მხოლოდ მომეცით კალმისტარი და მითხარით კონტრაქტის რომელ გვერდზე მოვაწერო ხელი" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს. მისივე განცხადებით, იგი მზად არის ხანგრძლივი კონტრაქტიც გააფორმოს ბლანკოსთან.
"სამეფო კლუბი არის მსოფლიოში საუკეთესო და მზად ვარ დიდხანს დავრჩე აქ." 2017 წლამდე ანჩელოტი კიდევ ერთხელ გეგმავს კონტრაქტის გადახედვას და როგორც იგი ირწმუნება, მის გადაწყვეტილებაზე ანაზღაურების ოდენობა არანაირ გავლენას არ იქონიებს. თუ კლუბის ხელმძღვანელობას მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს, იგი აუცილებლად დათანხმდება ნებისმიერ წინადადებას.
სერხიო რამოსის მიერ 93-ე წუთზე გადარჩენილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა იმდენად კარგი დიდი ემოცია მოგვარა ანჩელოტის, რომ იტალიელ თავკაც კლუბის დატოვება აღარ სურს, რადგან ბლანკოსი მას ძალიან შეუყვარდა. "დონ კარლიტო" აცხადებს, რომ აქამდე არცერთ გუნდში მას თავი ასე კარგად არ უგრძვნია. შეგახსენებთ, რომ იგი წვრთნიდა "გეჯინას", "პარმას", "იუვენტუსს", "მილანს", "ჩელსის" და "პსჟს".
ერთი სიტყვით, იტალიელი თავკაცი მზად არის განიხილოს და დათანხმდეს ფლორენტინო პერესის ნებისმიერ შემოთავაზებას.
Marca.com
- 14 ნოემბერი 2014
- 5 171
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.