ერთი გოლი რეკორდამდე
კრისტიანო რონალდუ განაგრძობს რეკორდების დამხობას.
ამჯერად მისი მორიგი სამიზნე სანაკრებო რეკორდი გახლავთ. დღეს, მას შეუძლია გახდეს ევროპის ჩემიონატის საკავლიფიკაციო და ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი.
ამჟამად ეს რეკორდი კრიშტიანოსთან ერთად დანიელ ტომასონს (1998-2008) აქვს დამყარებული. მათ 22-22 გოლი აქვთ გატანილი. განსხვავება კი მხოლოდ ისაა, რომ რონალდუმ აქედან მხოლოდ 16 გაიტანა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტომასონმა კი-19.
პორტუგალიელმა თავისი პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე 2004 წლის ევროპირველობის ფინალში გაიტანა. მაშინ პორტუგალიელები 2-1 დამარცხდნენ. უკანასკნელი გოლი კი გასულ ტურში, დანიასთან შეხვედრის ბოლო, 93-ე წუთზე გაიტანა და გუნდს მოაგებინა.
პორტუგალია დღეს შინ სომხეთს შეხვდება. ვნახოთ რამდენად გამოუვა რონალდუს რეკორდის დამყარება.
- 14 ნოემბერი 2014
- 5 553
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.