"მადრიდის რეალი" და მეტი არაფერი სხვა
კარლო ანჩელოტის "მადრიდის რეალში" დარჩენა სურს.
კარლო ანჩელოტიმ ხელი მოაწერა კონტრაქტის გახანგრძლივების ბლანკზე ისე, რომ შიგნით არაფერი არ წერია. იტალიელი სპეციალისტი თანახმაა დარჩეს "მადრიდის რეალში" იმ პირობებით და იმ ვადით, როგორც ეს "სამეფო კლუბს" მოესურვება. მოქმედი კონტრაქტი ანჩელოტის კლუბთან 2015 წელს ეწურება. მთავარი მწვრთნელი ისეა აღფრთოვანებული სამეფო კლუბით და აქ გატარებული ერთი წლით, რომ მისთვის გასამრჯელოს არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომაც მან წინასწარ უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტის გახანგრძლივებას. როცა თავის მომავალზე ეკითხებიან , კარლო მუდამ პასუხობს:
"ეს საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და სხვა უკეთეს ადგილას სად უნდა წავიდე?"
წყარო: MARCA
- 14 ნოემბერი 2014
- 2 380
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.