ლაპორტას გრანდიოზული გეგმები
როგორც ცნობილია, ლაპორტა აპირებს ხელახლა იყაროს კენჭი "ბარსელონას" პრეზიდენტის სავარძლისთვის. ამისთვის კი მას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს
2003-2010 წლებში "ბარსელონას" პრეზიდენტმა უკვე დაიწყო მზადება მომავალი არჩენებისთვის და მას საკმაოდ ერთი შეხედვით შეუძლებელი და მიუღწევადი მიზნები აქვს. მისი პირველი ნაბიჯი არჩევნებისთვის მზადების გზაზე საფეხბურთო სამყაროში ცნობილ აგენტ ხორხე მენდეშთან შეხვედრა იყო.
ორივე მათგანი ასაიდუმლოებს წინა ოთხშაბათს გამართული შეხვედრის დეტალებს.
ლაპორტა თავიდან "იუვენტუსის" ფეხბურთელ ფერნანდო ლორენტეს, მის აგენტს ვისენტე გარიდოს და კლინიკა Menorca-ს დირექტორს ანხელ მარტინს შეხვდა. ამის შემდეგ ლაპორტამ და მენდეშმა განმარტოებით ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე.
წყაროები იტყობინებიან , რომ ლაპორტას სურდა გაეგო , თუ რამდენს შეადგენდა კრიშტიანო რონალდუს გამოსასყიდი თანხა.
"ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს გაიმართება, შესაბამისად არავინ არ იცის, თუ რა მოხდება 2016 წელს.
წყარო: AS, MARCA
- 14 ნოემბერი 2014
- 3 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.