ზიდანი:"ჩემს თავს მომავალი "რეალის" ლიდერად ვხედავ"
ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი და მსოფლიო ლეგენდა აცხადებს, რომ საკუთარ თავს მომავალი მადრიდის "რეალის" ლიდერად ხედავს.
ეს დიდებული მადრიდისტა ესაუბრა "France Football"-ს, სადაც მან ასეთი კომენტარი გააკეთა–"ჩემი თავი მომავალ მადრიდის "რეალში" ? დარწმუნებული ვარ ამ გუნდის ლიდერი ვიქნები (იცინის)."
ზიზუმ კომენტარი გაუკეთა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს მასსა და მარკო მატერაცის შორის–"დარწმუნებული ვარ მე, რომ ნერვები მომეთოკა 2006 წლის ფინალზე, საფრანგეთი დღეს მსოფლიოს ექს–ჩემპიონი კი არა ნამდვილი ჩემპიონი იქნებოდა. ამ ინციდენტის შემდგომ მე შევხვდი ჯიჯი ბუფონს და ვესაუბრე ამ საკითხზე. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მისი თქმით მატერაცი ნანობს ამ საქციელს, რადგან იტალიელის მხრიდან ეს სამარცხვინო საქციელი გახლდათ. ამის შემდეგ ცოტათი მომეშვა გულზე და დავწყნარდი... ნაგრამ მაინც ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს გუნდის ღალატს."
"ბევრი ადამიანი ცუდად შეხვდა ჩემს ასეთ საქციელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ეს ბუნებრივიცაა. ამის მიუხედავად მე ბოლომდე არ ვნანობ ამ საქციელს და მეტიც, ამაყი ვარ ასე, რომ მოვიქეცი. ჩემთვის პირველ ადგილზე თავმოყვარეობა დგას და შემდეგ უკვე ფეხბურთი. მინდა შევეხო ანრის მიერ ხელით გატანილ გოლს ირლანდიის ნაკრების კარში. დარწმუნებით ვამბობ, რომ ტიერი მატყუარა ადამიანი არ არის, იმ მომენტში ნებისმიერი ფეხბურთელი ასე მოიქცეოდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ რომელიმე ფეხბურთელი მივიდოდა მსაჯთან და ეტყოდა, რომ ხელით ითამაშა. გარწმუნებთ ანრი ძალიან პატიოსანი ადამიანია."
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: KEvlishA
- 22 დეკემბერი 2009
- 3 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.