რონალდუ: "მესისთვის არაფერი დამიძახია"
კრისტიანო რონალდუმ ცოტა ხნის წინ აგორებულ სკანდალზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ, ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, გვილემ ბალაგეუმ განაცხადა, რომ თითქოს კრისტიანო მესის "ნაბიჭვრად" მოიხსენიებდა გასახდელში.
მაგრამ ეს ჭორები მალევე უარყო პორტუგალიელმა. მან თავის ფეისბუქის გვერდზე შემდეგნაირი განცხადება გამოაქვეყნა:
"ახალი ამბები იმის შესახებ, რომ მე ლიონელ მესის შეუხარხყოფას ვაყენებდი არის სრული სიცრუე. აუცილებლად ვთხოვ ჩემს ადვოკატებს სასამართლოში სარჩელის შეტანას. პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს და რა თქმა უნდა, მესიც არ არის გამონაკლისი."
- 12 ნოემბერი 2014
- 4 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.