რობენი: "რონალდო და მესი ყველაზე მაღლა დგანან"
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა, არიენ რობენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რონალდო და მესი საქებარი სიტყვებით მოიხსენია.
"გუარდიოლა უდიდესი მწვრთნელია, მას შეუძლია ერთ ფეხბურთელს სამი საათის განმავლობაში მის მიერ შეუშავებულ ტაქტიკაზე ესაუბროს და დაკისრებული დავალება აუხსნას. მისი წყალობით "ბაიერნი" დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია."
"ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, ჩემთვის კი უმთავრესი კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაა და არა ჩემი პირადი წარმატება. თუმცა ვაღიარებ, რომ ოქროს ბურთის მოგება ძალიან სასიამოვნო იქნებოდა."
"არ მიყვარს ჩემი თავის შედარება დანარჩენ ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით რონალდოსთან და მესისთან. ისინი არიან ნამდვილი მონსტრები, რომლებიც მოწინააღმდეგის გასანადგურებლად არიან გაჩენილნი. ჩემი აზრით, ეს ორი ფეხბურთელი ყველაზე მაღლა დგანან და მათთან მიახლოვებას, დღევანდელი გადმოსახედიდან, ჯერ-ჯერობით ვერავინ შეძლებს."
Bernabeudigital.com
- 11 ნოემბერი 2014
- 3 345
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.