ხესე "ორ ფრონტზე იბრძვის"
ხესე როდრიგესი უკვე შეუერთდა თავის თანაგუნდელებს და მინდორზე ვარჯიში დაიწყო.
მისმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა მინდორზე ვარჯიშთან ერთად თავის დაზღვევის მიზნით ხესეს გააგრძელებინოს ფიზიოთერაპიული ვარჯიშები. მედიკოსების ჯგუფის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ესპანელი ტალანტი პარალელურად ინდივიდუალურ ვარჯიშებს შეასრულებს და მისი სარეაბილიტაციო კურსი გაგრძელდება, იგი გაცილებით უფრო მალე მოძლიერდება და საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოვა მწვანე მინდორზე და მადრიდის "რეალის" მაისურით ეცდება გოლის გატანას.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ვარჯიშებს, ექიმებმა მას აუზში სხვადასხვა სავარჯიშოების შესრულება დაავალეს.
Bernabeudigital.com
- 11 ნოემბერი 2014
- 3 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.