ანჩელოტი: "დი მარია საკუთარ თავზე კონტროლს ხშირად კარგავს"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავის ყოფილ შეგირდზე, არგენტინელ ვარსკვლავზე, ანხელ დი მარიაზე ისაუბრა.
"დი მარიას შეუძლია ნებისმიერ მატჩს შტორმივით მოახვიოს თავისი ულევი ენერგია, თუმცა მან თავის თავზე კონტროლი არ უნდა დაკარგოს, რაც ხშირად ხდება ხოლმე და გარკვეულ შემთხვევებში თანაგუნდელებს პასს არ აძლევს."
"ყველას მოვუწოდებ დაფიქრდნენ, სანამ დასვამენ შემდეგ შეკითხვას - "შეავსებს ხამესი დი მარიას ადგილს ბლანკოსის რიგებში?" ამ ორი ფეხბურთელის შედარება წარმოუდგენელია, ორივე განსხვავებული სტილის მოთამაშეა და განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ."
"აგრეთვე მინდა გუნდიდან კიდევ ერთ მოთამაშეზე ვისაუბრო, რომელმაც ზაფხულში გუნდი დატოვა და ეს არის ჩაბი ალონსო. ბასკი ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესოა ნახევარდაცვის ცენტრში, თუმცა ჩვენ შევიძინეთ ტონი კროოსი, რომელმაც ნამდვილად ღირსეულად შეცვალა ალონსო."
Goal.com
- 11 ნოემბერი 2014
- 3 499
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.