"ჩელსი" , "არსენალი" და "უტდ" საგონებელში ჩავარდნენ
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველის, სამი ხედირას მიმართ ინტერესი კვლავაც დიდია, თუმცა მოვლენები ბურუსით არის მოცული...
აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველმა "რეალი" შესაძლოა იანვარშივე დატოვოს, რადგან ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას მოთამაშის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება არცერთ ვარიანტში არ აწყობს.
ხედირას შეძენით "ჩელსი", "არსენალი" და "იუნაიტედი" დიდ ინტერესს იჩენენ, თუმცა ვერ გაურკვევიათ როგორ სჯობს სიტუაციის წარმართვა. პირველი ვარიანტის მიხედვით მოთამაშე იანვარში კლუბს დატოვებს და მსურველს გარკვუელი თანხის გადახდა მოუწევს, მეორე ვარიანტში კი სამი ესპანეთის დედაქალაქში ივნისამდე დარჩება და შემდეგ თავად აირჩევს კლუბს. ეს ყველასთვის ხელსაყრელი გახლავთ, გარდა მადრიდელთა ხელმძღვანელობისა.
ორი ლონდონური კლუბი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ასევე აქტიურობს ლუის ვან გაალიც, რომელიც გერმანელში ცენტრის პრობლემების მოგვარების დიდ პერსპექტივას ხედავს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტიმ ხელმძღვანელობას ახალი ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვითაც სამის ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება."
- 11 ნოემბერი 2014
- 1 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.