კრუიფი: „ანჩელოტი გამოცდილი დამრიგებელია“
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა, ჟურნალისტებთან კარლო ანჩელოტისა და ლუის ენრიკეს გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა.
„კარლო ანჩელოტი მუშაობდა ოთხ ქვეყანაში და საუბრობს ხუთ ენაზე, ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ასაკის მატებასთან ერთად გიადვილდება სხვების მართვა, ურთიერთობა და ზოგიერთი ასპექტების გაგებაც. გუნდისათვის ზუსტად ასეთი გამოცდილი მწვრთნელია საჭირო.“
„რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ჯერ მხოლოდ 11 ტურია გასული. პირველ შვიდ ტურში „ბარსელონა“ ცაზე აიყვანეს, მაგრამ შემდეგ ციდან ჩამოვარდა მოხდა. გუნდში ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები მოვიდნენ, რაც შეგუების პროცესთან არის დაკავშირებული. არ შეიძლება ლუის ენრიკეს 10 კვირის თავზე განსჯა“
AS
- 11 ნოემბერი 2014
- 3 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.