რეალის მორიგი სამიზნე კრამერია
სამი ხედირას წასვლის შემთხვევაში თეთრები მეორე გერმანელის მოყვანას გეგმავენ.
მარკას ცნობით, მადრიდელთა სკაუტებმა თვალი გერმანელ ჩამშლელ, კრისტოფ კრამერს დაადგეს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონის აგენტსა და რეალის მაღალჩინოსნებს შორის უკვე შედგა ორი შეხვედრა.
კრამერს მიმდინარე კონტრაქტი ლევერკუზენთან 2017 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი უკვე 3 სეზონია მიუნხენგლადბახის ბორუსიას რიგებში გამოდის იჯარის წესით.
ბერნაბეუზე ფიქრობენ, რომ სამი ხედირას წასვლის შემთხვევაში კრისტოფი საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩამშლელის პოზიციაზე. ამით კროოსს უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცემა.
- 10 ნოემბერი 2014
- 2 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.